ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს

2020-10-02 13:04:09+04:00

ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. bროგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3000 საწოლია მობილიზებული და სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობაც გაუმჯობესებულია.