ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეგიონებში თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და მოხდეს ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის უფრო მკაცრი აღრიცხვა რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე, მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.