დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაცი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასუნთქი აპარატების კუთხით, ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც, ამიტომ, მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს რეკომენდაციები დაიცვას.