ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე სასწრაფოს თანამშრომლებს შეხვდნენ და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობემებს გაეცნენ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა სასწრაფო დახმარების ექიმები არიან გმირები და სწორედ მათი დახმარებით ქვეყანას აქვს შედეგი, რომ ინცფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი ექიმებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული დაინფიცირებული ექიმი საგანგაშო ნიშანია.