ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია - შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.
ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
ამ ეტაპისთვის ქვეყანა მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა ვაქცინაც დაემატოს.