ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ექიმების რესურსში დეფიციტი არ არის და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. ამით მინისტრმა სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა დღემდე უსამსახუროდ მყოფი ექიმების გადამზადება, დატრენინგება და კლინიკებში მათი გადანაწილება.
მინისტრის განმარტებით ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ საკარანტინო ზონებში პაციენტებზე ჩატარებული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.
ამასთან, როგორც ტიკარაძე ამბობს, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.