ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ შემოდგომაზე როცა კოვიდინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, ინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ისინი აკვირდებიან სხვა ქვეყნების მაგალითებს, როცა პირველი ტალღა იყო მცირე და მეორე ტალღა იყო გაცილებით უფრო დიდი. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოშიც იგივე მოლოდინი არსებობს.