აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებულ შენობაში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა. მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავისა და ჩოხატაურის რაიონული სამსახურები.