ჯანდაცვის კომიტეტი მოითხოვს, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში კონკრეტული თანხები ჩაიდოს. მოთხოვნას კომიტეტი ბიუჯეტის განხილვისას დააყენებს. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ , რომ მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება. ასევე, მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს. გარდა ამისა, რეგლამენტაციაში ყურადღება გაამახვილებულია იმ პროფესიებზე, რომლებიც უშუალოდ ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლე, ესენია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მფრინავი, ექიმი და ა.შ.