მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პირველად გამოჩნდა. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი მზადაა აკონტროლოს ომიკრონის ახალი შტამი, ამასთან რაიმე სახის შეზღუდვები არ განიხილება.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ახალი გადაწყვეტილებაც გაგვაცნო, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუფსიდირება მიზნობრივი ჯგუფისთვის ამოქმედდება.