პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები, განათლება და ინფრასტრუქტურა იქნება. ოპოზიცია ქვეყნის მთავარ საფინანსო პროექტის ვარიანტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარი კვლავ ვერ თქვა. თავად კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით კი, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ასევე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.