ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა და აცხადებენ, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.
უწყების ინფორმაციით, სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან, აცვიათ პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სპეციალური სამოსით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილი არ არიან.