ბარნოვის ქუჩაზე მოხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული გოგონას დედა, ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. ნათია გობაძე ყვება რო ყოფლმა მეუღლემ ის ჯაჭვით დამაბა, რის გამოც ორი კვირა სახლიდან ვერ გამოდიოდა.
ის ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა. ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა. საზარელი მკვლელობა თბილისის ცენტრში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის გოგონას ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყოფილმა მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. ვეფხია ბაქრაძე პოლიციამ თელეთში დააკავა. მას 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.