"ვიზალიბერალიზაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ დანაშაულის ზრდა გერმანიის კონკრეტულ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ ამის უკან რაღაც ორგანიზებული იყო და ვიზალიბერალიზაცია ბოროტად იყო გამოყენებული" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში განაცხადა.
"ვიზალიბერალიზაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ დანაშაულის ზრდა გერმანიის კონკრეტულ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ ამის უკან რაღაც ორგანიზებული იყო და ვიზალიბერალიზაცია ბოროტად იყო გამოყენებული. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ამ მიმართულებით და დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში არ არსებობს რაიმე ექსტრაორდინალური პრობლემა, ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა" - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშიმ.ხილეთ გადაცემა სრულად