ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა და 440 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 42 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 242.3 მლნ ლარით გაიზარდა და 18.88 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 17.9 პროცენტი შეადგინა. ივნისში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.70 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 57.8 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით.