ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 28.%-ით, ტურისტთა რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან ,სომხეთიდან ,თურქეთიდან , და ირანიდან განხორციელდა.პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ავსტრია, ნიდერლანდები და გერმანია გამოირჩეოდნენ.