2017 წლის ივნისში საქართველოში პირდაპირი ფრენების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია. გალტ ენ ტაგარტის მონაცემებით, 38 ავიახაზი 87 მიმართულებას ემსახურებოდა, კვირაში კი საშუალოდ 400 ფრენა ხორციელდებოდა.კომპანიის ინფორმაციით, საჰაერო კავშირების გაუმჯობესება თანხვედრაშია მეორადი ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდასთან. გალტ ენ ტაგარტის მონაცემებით, 2017 წლის შვიდ თვეში ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 78,000-ს გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან და ქუვეითიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდით.