ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 514 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 17.8%-ით ანუ 25 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 66 მილიონ 600 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.