ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3 ლარი და 15 თეთრი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 0.7%-ით ნაკლები; გასული წლის ივნისთან შედარებით კი 2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსი ყველა ქალაქში დაეცა. ყველაზე დიდი 1.4%-იანი ვარდნა თელავში დაფიქსირდა, სადაც ივნისში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი საშუალოდ 3 ლარი და 27 თეთრი იყო. ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე ძვირი - 3 ლარი და 29 თეთრი თბილისში; ხოლო ყველაზე იაფი - 2 ლარი და 87 თეთრი ქუთაისში იყო; ბათუმში კი, იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასმა ივნისში - 3ლარი და 27 თეთრი შეადგინა.