2017 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0,9-ით შემცირდა. ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ თვეს ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები 2,6_ით შემცირდა. ფასებმა ასევე იკლო შემდეგ ქვეჯგუფებზე. ბოსტნეული და ბაღჩეული, ხილი და ყურძენი, ხორცი და ხორცის პროდუქტები, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ფასები 1,0 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფში, 2,3 %-ით პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ხოლო 1,5%-ით სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე . ამასთან, ფასები 2,2%-ით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე.