მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,5 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 171 ლარსა და 5 თეთრს შეადგენდა, მაშინ, როცა მაისში ეს მაჩვენებელი 173 ლარი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის ივნისში ეს მონაცემი 16 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, 2018 წლის ივნისში 1,3 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 151.9 ლარი შეადგინა, 2,4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 290.2-ის ნაცვლად, 287,8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 7,4 ლარით არის გაზრდილი.