06:18
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ივლისში, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით არის შემცირებული
05-08-2019

ივლისში,  რუსეთიდან  ვიზიტორების რაოდენობა  6.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ზოგადად ტურისტული ვიზიტების 14%-იანი კლება გვაქვს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისას განაცხადა. ამასთან,  ივლისში მნიშვნელოვნად,  60.8%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან.  ყველაზე მეტი ტურისტი კი ამ თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ესტუმრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას, იანვარ-ივლისში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების  53.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, რუსეთიდან  ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  22.1%-ით გაიზარდა. ამასთან, იანვარ-ივლისში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია,  ლატვია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფიო, საფრანგეთი სხვა.  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ 7 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების რეკორდული ,  242.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტაჯიკეთიდან.  მას მოსდევს ყირგიზეთი  102.3%-იანი ზრდით. ხუთეულში ასევე ლიდერობს ჩინეთი, საუდის არაბეთი და ყაზახეთი


AutoPlay
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
Wizzair-ი 2 ახალ მიმართულებას ამატებს - რა ეღირება ფრენები ბოლონიასა და კიოლნში
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ჩინეთს ფილიპინებზე ონლაინ თამაშები აკრძალვა სურს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ამერიკელებს ცხოვრებას გაუძვირებს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ევერესტის მწვერვალის სიახლოვეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება და რეგულაციები გამკაცრდება
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები