მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ""ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემოწირულობამ ივლისში მილიონ 270 ათასი ლარი შეადგინა. 36 235 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო "ევროპულმა საქართველომ - მოძრაობამ თავისუფლებისთვის". "ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ" შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, "გირჩმა" – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა - 3 120 ლარი; "საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ" – 268 ლარი; "საქართველოს მშვიდობისთვის" – 200 ლარი; "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 102 ლარი; "რესპუბლიკურმა პარტიამ" – 20 ლარი.