2017 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე.