ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მილიარდ 3 მილიონი ლარით, ანუ 3 პროცენტით გაიზარდა და 44 მილიარდ 3 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 პროცენტია.