ივლისში, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 30.5 მილიარდი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ივნისთან შედარებით, მთლიანი აქტივები 0.3 მილიარდი ლარით, ანუ 0.8%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4%-ია.