ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, ზრდამ დაახლოებით 16,4% შეადგინა. როგორც Reuters-ი წერს, მსოფლიოს უმსხვილესი ავტობაზარი კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე მე-4 თვეა იზრდება.
ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 2 მილიონ 110 ათასამდე გაიზარდა. თუმცა, მთლიანად 2020 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 12,7% -ით შემცირდა და 12 მილიონ 370 ათასი ავტომობილი შეადგინა.
ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაცია წელს მანქანების გაყიდვების დაახლოებით 10%-ით შემცირებას ელოდება, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში კი, 20%-იან შემცირებას პროგნოზირებს.