2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 119 ათას 400 ტონა შეადგინა, რაც 40,5%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელზე. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, წინა თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 66,7 ათასი ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან , რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი და რუსეთი.