მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 177 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მილიონ 400 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 200 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 26 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 27 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 7 მილიონ 300 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.