კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის მიერ დაწყებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ვადებმა გადაიწია.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს "სატრანსპორტო ქსელის" პირველი ეტაპის განხორციელება. არსებული სქემით იცვლება ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა. კერძოდ, ავტობუსების გაჩერებები დაემთხვა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ასევე მოეწყობა ველობილიკი.
რაც შეეხება ჭავჭავაძის მკვეთ ქუჩებს, იმოძრავებენ მცირე ზომის - 10 და 8-მეტრიანი მიკროავტუბუსები. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, ივლისიდან დედაქალაქს 126 ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსი ეტაპობრივად დაემატება. ასევე რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი 100 ერთეული ავტობუსის შეძენაზე.