ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ განცხადა. როგორც ოთარ სირაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება.
მისივე თქმით, ივლისიდან მოხდება გაზის ტარიფის ზრდის "შემოპარება", რაც ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება და გაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას.