თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, თუ რა სახის მტკიცებულებებს დაუშვებს სასამართლო. ასევე დღესვე გახდება ცნობილი, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, ბრალდების მხარე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობას ითხოვს.