კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს ბრალდების მხარე როცა „ზემდგომი პირების“ დავალებებზე საუბრობს.
როგორც იგი განმარტავს, ბრალდებაში ზემდგომი პირების ვინაობაზე, იდენტიფიკაციაზე არანაირი მინიშნება არ არის და ასევე არ არსბეობს მტკიცებულება რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას დაადასტურებს.
ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილს იგივე პოზიცია აქვს, კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურას და ბრალს არ აღიარებს.