საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით დღევანდელი მოვლენები და ზოგადად, მიმდინარე პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს. როგორც ის განმარტავს, საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია. მისი თქმით ორივე დაკავებული პოლიტიკურ ბატალიებს ეწირება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ თუმცა ალტენატივის სახით გირაოსაც განიხილავენ.