აშშ-ის პრეზიდენტის შვილი და მრჩეველი, ივანკა ტრამპი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ჩვენება იმ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა მისცეს, რომლის თანახმადაც, მისმა კომპანია IT Collection-მა სხვა ბრენდის ფეხსაცმელების დიზაინი მოიპარა. კერძოდ კი საუბარია ფეხსაცმელების ორ მოდელზე, რომელთაგან ერთის ღირებულება 800, ხოლო მეორის 150 დოლარია. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები, იმის შესახებ რომ ივანკა ტრამპი ზედმეტად დაკავებულია მსგავს საქმეზე სასამართლოში წარსდგეს, უარყო. ივანკა ტრამპი ამ დროისთვის ვაშინგტონში ცხოვრობს და თეთრ სახლში მუშაობს, მოსამართლე დათანხმდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილმა ჩვენება ოქტომბრის ბოლომდე დედაქალაქში მისცეს.