ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო კაბინას, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ჯანმრთელობასაც უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის - გიგა ბოკერია - Palitra News

ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო კაბინას, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ჯანმრთელობასაც უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის - გიგა ბოკერია

2020-11-21 17:29:18+04:00

“ყველას გვაჩვენეს, სხვა ხალხი რომ მიდის იმათი სიცოცხლე ფეხებზე კიდია სისტემას და ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო ყუთს”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, “ეს ფაქტი არის კიდევ ერთი სამარცხვინო და მახინჯი გამოვლინება იმ კატასტროფული გზის, რა გზაზეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილმა”