საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" „ახევის“ ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.მისი თქმით, 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება. უგულავას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე რას იზამს, რადგან ივანიშვილს რაც აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მაინც განახორციელებს.