ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სისტემის პირველ მოსმენაზე მათი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ახსსნა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ „ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია“.