პარლამენტთან მიმდინარე პერმანენტულ აქციების 28-ე დღე წიგნების გაყიდვა-გაცვლას დაეთმო. აქციაზე წარმოადგენილი იყო რამდენიმე წიგნის მაღაზია და გამომცემლობა. გაყიდული წიგნების ნაწილი აქციის ჩატარებისთვის განკუთვნილ ანგარიშზე ჩაირიცხება. აქციის ორგანიზატორები გამოეხმაურნენ ბიძინა ივანშვილის განცხადებებსაც და მას აბსურდულს უწოდებენ. გიგა მაქარაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ივანიშვილს ეშინია გახარიას გადადგომის. შეგახსენებთ, რომ უკვე 28-ე დღეა აქცია სირცხვილიას ფარგლებში შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.