ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ქურდობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანი თ.ა-ს უფლებადამცველებმა, გენერალური პროკურორის გადადგომისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით, აქცია-ბრიფინგი გამართეს. საქმე ეხება ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ბოლნისში, არასრულწლოვანი თ.ა ქურდობისთვის დააკავეს და აღნიშნული ბრალის აღიარების მიზნით, როგორც ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და აქციის მონაწილეები იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, ვინც მათი თქმით, არასრულწლოვანზე იძალადა.