ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, გვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.