"ქართული ოცნების" ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, საუბარი „ქართული ოცნებიდან“ რიგი წევრების გარიცხვას არ შეეხება და განხილვის თემა იქნება, რა ნაბიჯები გადაიდგას სასამართლო სისტემაში შექმნილი სიტუაციის მოგვარებისთვის ისე, რომ მოხერხდეს გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.
მმართველი გუნდის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ არ გამორიცხა, რომ უმრავლესობის სხდომას არ დაესწროს. თავის მხრივ, გუნდის დატოვების შესაძლებლობის საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გედევან ფოფხაძე.