„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ, პროდასავლურ ოპოზიციური პარტიებთვის მოწოდებას, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ, ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან, სრულიად აგრესიული რეაქცია მოჰყვა. მისი შეფასებით, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.