ივანიშვილი ზაზა სარალიძეზე: "კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს რუსთაველზე "ნაცმოძრაობას", ეს ხომ ყველამ ვიცით" - Palitra News

ივანიშვილი ზაზა სარალიძეზე: "კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს რუსთაველზე "ნაცმოძრაობას", ეს ხომ ყველამ ვიცით"

2018-10-26 16:37:09+04:00

ის კოორდინატორი იყო ნაცმოძრაობის ეს ხომ ყველამ ვიცით - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით გააკეთა. მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილს ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ მომხდარი არ იცის, თუმცა პოლიციას ბოდიშს უხდის იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ითმენენ.პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს რომ სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნახავს ადგილს რუსთაველზე.მისივე თქმით, უზნეობაა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს დავით სარალიძის სარალიძის მკვლელობის საქმეს ადარებენ.