ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს თავისით. არ არსებობს „კეთილი მეფე“ 21-ე საუკუნეში, ყველა მეფობა დამთავრდება კატასტროფით, ხალხის გაღარიბებით და იმ უმედობით, რომელიც გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბოლო საუბარი 2014 წლის გაზაფხულზე შედგა.