ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს - ეს არის ჩემი ფორმულა. შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის კრიტერიუმი არის ის, აქვს თუ არა მას გავლენა ხელისუფლებაზე. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ისეთ მინისტრებს, როგორებიც არიან ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, ყოველდღიური კომუნიკაცია არ სჭირდებათ ივანიშვილთან, რადგან ისედაც იციან რა უნდა გააკეთონ.