„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.