პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში ოპოზიციაზეც საუბრობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან მთელი ეს წლები ვხედავდით და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, "ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა".
ივანიშვილის თქმით, დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება, დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია.