04:28
26 მაისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019

თუ რომელიმე პოლიტოლოგს, პოლიტიკოსს, იურისტს ეს სამართლებრივ სახელმწიფოდ მიაჩნია, მაშინ რას ვანგრევდით ამ საბჭოთა კავშირს, ოქროსავით ვცხოვრობდით იმ საბჭოთა კავშირში, ბატარეები გვქონდა ცხელი წყლით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული. დალაგების ფორმა არის - ტელევიზიებმა უნდა შეცვალონ სარედაქციო პოლიტიკა, უნდა ამოღებულ იქნას 11 წლის წინ რაღაც გარიგებები, ვითომ პრობლემური. ის, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, ვისაც ეჭვი ეპარება, კი ბატონო. პრობლემები შეექმნას ტელევიზიებს, პრობლემები შეექმნას ბიზნესს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტრატეგიული ობიექტების განვითარებაზეა საუბარი და და დაჭერილი იქნეს ხალხი. ეს არის დალაგების ფორმულა. ეს არის, რასაც მე რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავ. თუ ეს არ არის ავტორიტარიზმისკენ გადაგმული ნაბიჯები და თუ რომელიმე პოლიტოლოგს, პოლიტიკოსს, იურისტს მიაჩნია ეს სამართლებრივ სახელმწიფოდ, მაშინ რას ვანგრევდით ამ საბჭოთა კავშირს, ოქროსავით ვცხოვრობდით იმ საბჭოთა კავშირში, ბატარეები გვქონდა ცხელი წყლით და ასეთი უმუშევრობა არ იყო. თუ ვინმეს მაიჩნია, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო... ავტორიტარულ სახელმწიფოში თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლინჩის წესით უმასპინძლდებიან ადამიანებს, არა. იქაც სასამართლოა და იქაც სასამართლო ფორმალურად არსებობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

AutoPlay
"არ აქვს მნიშვნელობა განქორწინების ინიციატორი ვინ იყო, როდესაც კონკრეტულ ძალადობაზე ვსაუბრობთ" - ანა თავხელიძე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"ნიკოლოზ ბასილაშვილი არის განადგურებული..." - ირმა ჭკადუა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"ქართულმა ოცნებამ" ამ ქვეყანაში დაასამარა სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობა" - ლევან გოგიჩაიშვილი
22-05-2020
მიესალმებით ვანო მერაბიშვილის მოსვლას "ნაციონალურ მოძრაობაში"? - რომან გოცირიძის პასუხი წამყვანს
22-05-2020
"დღეს ციხე არის სინამდვილეში მოგზაურობა წარსულში" - გიგი უგულავა
20-05-2020
"უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ რაღაცნაირად დავემცირებინე" - ირაკლი ოქრუაშვილი
19-05-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები