ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მთავრობის რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. პარტნიორებთან ერთად გამართულ ყველა შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.